ყვითელი ამბები

ორსულმა ნანუკა გოგიჩაიშვილმა საქართველო დატოვა – ნახეთ სად იმყოფება მოდელი

სულ მალე გოგიჩაიშვილების ოჯახის პოპულარული წარმომადგენელი დედიკოების რიგს შეუერთდება, მანამდე კი ფეხმძიმე მოდელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაემგზავრა.
Sputnik

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი მეუღლესთან ერთად ამერიკას სტუმრობს, წყვილი ლოს-ანჯელესში ატარებს დროს. „შენზე ლამაზი ფეხმძიმე არ არსებობს”, „ამაზე მეტად მოხდენა რამის აღარ არსებობს, ხშირად უნდა იყო ორსულად. სამყაროში ყველაზე დიდი სილამაზე ეს არის და შენ ამის განსახიერება ხარ”, - უწერენ ნანუკას კომენტარებში და აღნიშნავენ, რომ მოდელი შესანიშნავ ფორმაშია.

როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, მოდელი, „მის საქართველოს“ მონაწილე ნანუკა გოგიჩაიშვილი ორსულადაა. ის პირველ შვილს ელოდება.

ნანუკა გოგიჩაიშვილმა და ნიკოლოზ ნაყოფიამ პანდემიის დასაწყისში კახეთში, ალავერდის მონასტერში დაიწერეს ჯვარი. ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დაწესებული მკაცრი რეგულაციების გამო ჯვრისწერას სულ რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა.

„მხოლოდ ჯვრისწერა რეგულაციების სრული გათვალისწინებით. არანაირი ქორწილი, ვახშამი მხოლოდ ოჯახის წევრებთან”, – დაწერა ნანუკა გოგიჩაიშვილმა. წყვილისთვის მნიშვნელოვანი დღის ამსახველი ფოტოები მოდელმა და მისმა დამ სოციალურ ქსელ Instagram-ზე ატვირთეს.