ჯენ პსაკი: ჟენევის სამიტს ვაშინგტონის ანტირუსული სანქციების პოლიტიკა არ შეუცვლია

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ახალ სანქციებს ამზადებს მოსკოვის წინააღმდეგ.
Sputnik

თბილისი, 21 ივნისი − Sputnik. აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების ჟენევის სამიტს არაფერი შეუცვლია ვაშინგტონის ანტირუსული სანქციების პოლიტიკაში, განაცხადა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ.

აღნიშნულის თაობაზე წერს გამოცემა New York Times.

„კანონი მოითხოვს, რომ განვაგრძოთ ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული სანქციების მიზნების განხილვა“, − განაცხადა ჯენ პსაკიმ.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯეიკ სალივანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი ახალ სანქციებს ამზადებს მოსკოვის წინააღმდეგ ალექსეი ნავალნის სიტუაციასთან დაკავშირებით და ამასთან გეგმავს განაგრძოს ზეწოლა იმ კომპანიებზე, რომლებიც „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობაში იღებენ მონაწილეობას.

რაზე ისაუბრეს პუტინმა და ბაიდენმა სამიტზე: პესკოვის განმარტება

ჯენ პსაკის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, როდის გააკეთა სალივანმა ზემოთ ნახსენები განცხადება, ვინაიდან სანქციების კუთხით 16 ივნისის სამიტის შემდეგ „არაფერი არ შეცვლილა“.

აშშ-ში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა გააკრიტიკა ამერიკელი პარტნიორების განზრახვა და აღნიშნა, რომ ეს ის სიგნალი არ არის, რომელიც პრეზიდენტების სამიტზე გაისმა.

აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის პირველი შეხვედრა ჟენევაში 16 ივნისს გაიმართა. სამიტის დასრულების შემდეგ რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ამერიკელ კოლეგასთან სტრატეგიული სტაბილურობის თაობაზე კონსულტაციების დაწყებაზე შეთანხმდა.

გარდა ამისა, სახელმწიფოთა მეთაურებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთი და აშშ ადასტურებენ იმ პრინციპის ერთგულებას, რომლის თანახმადაც ბირთვულ ომში გამარჯვებული არ არსებობს და ის არასდროს არ უნდა მოხდეს.