სომხეთში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემა შეწყდა

სომხეთის საარჩევნო კანონმდებლობა არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის სავალდებულო მინიმალურ ზღვარს არ აწესებს.
Sputnik

თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. სომხეთში თითქმის ყველა საარჩევნო უბანი 20:00 საათზე დაიხურა. კენჭისყრისთვის გამოყოფილი დრო ამოიწურა. ამომრჩეველთა შესვლა უბნებში აკრძალულია, იუწყება Sputnik-სომხეთი.

მალე ხმების დათვლის პროცედურა დაიწყება.

20 ივნისს სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. მათში მონაწილეობდა 25 პოლიტიკური ძალა - 21 პარტია და 4 ბლოკი.

რესპუბლიკაში გაიხსნა 2008 უბანი, აქედან 479 - ერევანში, კიდევ 1529 - ოლქებში.

ხმის მიცემის უფლებით  2,578 მილიონი მოქალაქე სარგებლობს (აქედან 855 ათასზე მეტი - დედაქალაქში). საარჩევნო კანონმდებლობა არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის სავალდებულო მინიმალურ ზღვარს არ აწესებს. რაც შეეხება პარლამენტში პოლიტიკურ ძალთა გასვლის მინიმალურ ბარიერს, პარტიებისთვის ის 5%-ს შეადგენს, ბლოკებისთვის - 7%-ს.