სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება

სომხეთის მასშტაბით დილის 07:00 საათზე 2008 საარჩევნო უბანი გაიხსნა. კენჭისყრის პროცესი 19:00 საათზე დასრულდება.
Sputnik

თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ქვეყნის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე თავისი არჩევანი უკვე გააკეთა, იუწყება РИА Новости.

სარქისიანმა ხმა მისცა ერევნის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე 07:30 საათზე. ამჟამად უბანი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, დარღვევები არ დაფიქსირებულა.

კვირას დილის 07:00 საათზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 2008 უბანი გაიხსნა. ხმის მიცემის პროცესი 19:00 საათზე დასრულდება. ამომრჩეველთა სიებში 2.583.823 ადამიანია. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას 21 პარტია და ოთხი ბლოკი იღებს მონაწილეობას.