ანომალიური სიცხე აშშ-ში: მოსახლეობა ღვთიური სასწაულის იმედად - ფოტო

Sputnik

ჰაერის ტემპერატურა რეკორდებს ამყარებს კალიფორნიაში, არიზონაში, ნევადაში, ნიუ-მექსიკოში. ფენიქსში სიცხემ 47 გრადუსამდეც მიაღწია.

საფრთხე ემუქრება ადამიანებისა და ცხოველების ჯანმრთელობას, ტყეებსა და სოფლის მეურნეობას. იუთას შტატის გუბერნატორმა განაცხადა, რომ მხოლოდ „ღვთიური სასწაული“ თუ უშველით.

ადამიანები წყნარი ოკეანისა და დიდი მარილიანი ტბის სანაპიროებზე გრილდებიან. ქალაქებში კი - ცურაობენ აუზებში, ხოლო ბიბლიოთეკებში იხსნება სპეცპუნქტები, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაგრილდეს და ჩრდილში და ცივი წყალი მიიღოს.

1 / 10
აშშ-ის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, რომ ჰაერის ტემპერატურა რეკორდულად მაღალია არიზონას შტატში
2 / 10
ოთხშაბათს ჰაერის ტემპერატურამ 46 გრადუსს მიაღწია და მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო მეტად დაცხება
3 / 10
კლიმატის ცვლილების შემსწავლელი მეცნიერები აცხადეენ, რომ ამერიკის დასავლეთში მცხოვრები ადამიანები მომავალ წლებში კიდევ უფრო ძლიერ სიცხეებს უნდა ელოდონ
4 / 10
ტემპერატურამ ლას-ვეგასში 46 გრადუსს მიაღწია და 1940 წლის 16 ივნისის რეკორდი მოხსნა
5 / 10
საფრთხე ემუქრება ადამიანებისა და ცხოველების ჯანმრთელობას, ასევე ტყეებსა და სოფლის მეურნეობას
6 / 10
ასე ცდილობენ ამერიკელები სიცხისგან თავის დაღწევას წყნარი ოკეანის სანაპიროზე
7 / 10
სიცხით შეწუხებული მოსახლეობა უფრო და უფრო ხშირად გადის ბუნებაში ან აუზზე
8 / 10
ქვეყანაში იხსნება სპეცპუნქტები, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ჩრდილში გაგრილდნენ და წყლის ბოთლი მიიღონ
9 / 10
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ენერგოსისტემა გადაიტვირთება კონდიციონერების მასობრივი გამოყენების გამო
10 / 10
აშშ-ის მელიორაციის ბიუროში განაცხადეს, რომ გვალვა უკვე ქვეყნის 80%-ზე ფიქსირდება