საქართველოში მიწისძვრა მოხდა

მიწისქვეშა ბიძგები სოფელ საღამოსთან დღეს საღამოს დაფიქსირდა. ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.
Sputnik

თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. საქართველოში 3,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ნინოწმინდის აღმოსავლეთით, 12 კილომეტრში, სოფელ საღამოსთან მდებარეობდა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 21:16 საათზე 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ სამებასთან მიწისქვეშა ბიძგები 6 და 15 ივნისსაც აღირიცხა.

ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.

საქართველო საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწისძვრა - 7-ბალიანი მაგნიტუდის - 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.