შსს-ში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

პოლიციის პოლკოვნიკებმა ზესაშვილმა და დიასამიძემ საქართველოს ორ რეგიონში პოლიციის დეპარტამენტების უფროსების თანამდებობებზე ერთმანეთი შეცვალეს.
Sputnik

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს პოლიციის პოლკოვნიკი გურამ ზესაშვილი უხელმძღვანელებს, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს კი - პოლკოვნიკი ნიკოლოზ დიასამიძე.

თბილისში 6 წლის შვილის წამების ბრალდებით ბავშვის დედა და მამინაცვალი დააკავეს

ამ დრომდე დიასამიძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა. რაც შეეხება გურამ ზესაშვილს, იგი სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო.

სამეგრელო-ზემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა, ვლადიმერ ბორცვაძემ და შალვა ბედოიძემ პირადად წარუდგინეს.

მინისტრის მოადგილეებმა პოლიციის დეპარტამენტების ახლადდანიშნულ დირექტორებს წარმატებები და ნაყოფიერი მუშაობა უსურვეს.