ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის კონკურსმა 2021 წლის შორტ-ლისტი გამოაქვეყნა

Sputnik

კონკურსზე დაახლოებით 3,5 ათასი ნამუშევარი გაიგზავნა 70 ქვეყნიდან.

„გასული წელი და მოვლენები, რომლებიც ჩვენი ლაურეატების ნამუშევრებშია ასახული, მარტივი არ ყოფილა. სწორედ ამით განისაზღვრება ჟიურის მიერ შერჩეული ფოტოების დრამატულობა. კონკურსის მონაწილეები ამით არა მხოლოდ პრობლემებს აშუქებენ, არამედ ფოტოების დახმარებით ცდილობენ მნახველს შთააგონონ და დაეხმარონ მათი მოგვარების გზების მოძიებაში. ჩვენი აზრით, ახალგაზრდები ამას ბრწყინვალედ გაუმკლავდებიან“, – აცხადებენ კონკურსის ორგანიზატორები.

სტენინის სახელობის კონკურსის გამარჯვებული მიიღებს გრან-პრის, ასევე გამოვლინდებიან სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები. მათი ვინაობა სექტემბერში გახდება ცნობილი. შემდეგ გამარჯვებულ ნამუშევრებს მსოფლიოს ქალაქებს გააცნობენ.

1 / 15
მექსიკელი ელიპე მაეს „მარია ელენა“
2 / 15
ბერძენი აგელოს ბარაის „არეულობა საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე 20 წლის მიგრანტის მკვლელობის შემდეგ“
3 / 15
ბანგლადეშელი მუგამედ ამდადა ჰოსეინის „ბრწყინვალე თვალები“
4 / 15
მექსიკელი ლუის ანტონიო როჰასის „მექსიკაზე კონტროლის დაკარგვა“
5 / 15
მექსიკელი ლუის ანტონიო როჰასის „მექსიკაზე კონტროლის დაკარგვა“
6 / 15
ინდოელი ჩანდან ჰანის „გაყოფა“
7 / 15
რუსი სერგეი ბობულევის „ჩვენი დროის სახეები“
8 / 15
თურქი სებნემა ჯოშკუნას „თურქი მოცურავე ნილ საჰინი“
9 / 15
რუსი კრისტინა ბრაჟნიკოვას „მოედანზე ყველაფერი შეიძლება“
10 / 15
ჩინელი ჩანგ სიუის „სანაპიროზე გაზაფხულზე“
11 / 15
რუსი არტიომ ონოპრიენკოს „ძალის ადგილი“
12 / 15
აზიელი აბდულა მომინას „ბანაობის დროა“
13 / 15
ჩინელი სიაოსიუ პუს „ჩინელი მბურღავები სახმრეთ-ჩინეთის ზღვაში“
14 / 15
ესპანელი ლუის ტატოს „კალიების შემოსევა აფრიკის აღმოსავლეთში“
15 / 15
კანადელი ომიდ ვაჰაბზადეს „Black Lives Matter“