რუსეთ-აშშ-ის სამიტის შედეგები: რა უამბო ჟურნალისტებს პუტინმა

რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა ჟენევაში სამ საათ-ნახევარი გაგრძელდა. შედგა ერთი ვიწრო ფორმატის და ერთიც ფართო ფორმატის შეხვედრა.
Sputnik

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. ვლადიმირ პუტინმა ჟენევაში რუსეთ-ამერიკის სამიტის შედეგების მიხედვით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. პრეზიდენტის საკვანძო განცხადებები РИА Новости-მ გამოაქვეყნა.

ელჩები სამუშაოს უბრუნდებიან

სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენთან მოლაპარაკებებმა „კარგად ჩაიარა“, არ იყო არანაირი მტრული განწყობა, შეხვედრამ „პრინციპული დღის წესრიგით ჩაიარა“.

რატომ შეხვდნენ ერთმანეთს რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტები: პუტინმა 9 წლის გოგონას უპასუხა

„თემები დაახლოებით ალბათ ყველასთვის ცნობილია - სტრატეგიული სტაბილურობა, კიბერუსაფრთხოება, რეგიონული კონფლიქტები, სავაჭრო ურთიერთობები, ასევე ვისაუბრეთ არქტიკაში თანამშრომლობაზე - ესაა მიახლოებითი ჩამონათვალი“, - აღნიშნა პუტინმა და დააზუსტა, რომ დაისვა ასევე უკრაინის საკითხი.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მან და ბაიდენმა მოილაპარაკეს, რომ უახლოეს დღეებში რუსეთის და აშშ-ის ელჩები ანატოლი ანტონოვი და ჯონ სალივანი დაუბრუნდებიან თავიანთ სამუშაოს ვაშინგტონსა და მოსკოვში.

„რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დაიწყებენ კონსულტაციებს დიპლომატიური საკითხების მთელ კომპლექსზე. ბევრი რამაა სალაპარაკო, ბევრი საქმე დაგროვდა. როგორც მე მომეჩვენა, ორივე მხარე, მათ შორის ამერიკული, განწყობილია გადაწყვეტილებების მოძიებაზე“.

კიბერშეტევების ბრალდებების შესახებ

კიბერშეტევებზე კითხვაზე პასუხის გაცემისას, რომლებიც თითქოსდა რუსეთიდან მომდინარეობს, პუტინმა გაახმოვანა მონაცემები, რომლებიც, მისი თქმით, ფართო საზოგადოებისთვის უცნობია.

„არ იყო არავითარი მტრული გარემო“ - პუტინმა ბაიდენთან შეხვედრა შეაფასა

„ამერიკული წყაროებიდან გამომდინარეობს, რომ მსოფლიოში კიბერშეტევების უმრავლესობა აშშ-ის კიბერსივრციდან ხორციელდება. მეორე ადგილზეა კანადა. შემდეგ მოდის ორი ლათინოამერიკული ქვეყანა. შემდეგ დიდი ბრიტანეთია. ქვეყნების ამ ჩამონათვალში, რომელთა კიბერსივრციდან სხვადასხვა სახის ყველაზე მეტი კიბერშეტევა ხორციელდება, რუსეთი არ არის.“

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მან და ბაიდენმა მოილაპარაკეს, რომ დაიწყება კონსულტაციები კიბერუსაფრთხოებაზე. პუტინის თქმით, 2020 წელს რუსეთმა შეერთებული შტატებისგან ჰაკერულ შეტევებთან დაკავშირებით ათი მოთხოვნა მიიღო, და ათივეზე პასუხი გასცა. თავის მხრივ, ვაშინგტონმა მოსკოვის 45 მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა.

თანამშრომლობა არქტიკაში შესაძლებელია

რუსეთის ლიდერის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ რუსეთმა და აშშ-მა უნდა ითანამშრომლონ არქტიკაში, სამიტის წევრებმა ეს საკითხი ფართო ფორმატში დეტალურად განიხილეს.

ამასთან პუტინმა აღნიშნა, რომ ამერიკული მხარის განცხადებები რეგიონის მილიტარიზაციის შესახებ უსაფუძვლოა.

რა ამოიკითხეთ ბაიდენის თვალებში: პუტინმა ჟურნალისტის კითხვას უპასუხა

„იქ ისეთს არაფერს ვაკეთებთ, რაც საბჭოთა კავშირის დროს არ ყოფილა. ჩვენ ოდესღაც მიტოვებულ, დანგრეულ ინფრასტრუქტურას ვაახლებთ. დიახ, ამას თანამედროვე დონეზე ვაკეთებთ. ესაა ასევე სამხედრო და სასაზღვრო ინფრასტრუქტურა, და რაც ადრე არ არსებობდა, ბუნების დაცვასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა. იქ ვქნით შესაბამის ბაზას საგანგებო სიტუაციების სამინისტროსთვის და ამაში ვგულისხმობთ ადამიანების გადარჩენას ზღვაში, თუ ასეთი რამ, ღმერთმა არ ქნას, მოხდება. და ასევე ვგულისხმობთ გარემოს დაცვას“.

ბაიდენის მწვავე გამონათქვამები

პუტინმა უამბო ჟურნალისტებს, რომ მას შემდეგ, რაც ბაიდენმა დაუშვა მკვეთრი გამონათქვამები მისი მისამართით, მათ შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა დამირეკა, ჩვენ ერთმანეთს ავუხსენით ყველაფერი, ჩემთვის ეს განმარტებები მისაღები იყო. მან შემომთავაზა შეხვედრა - ეს ხომ მისი ინიციატივაა, და ჩვენ შევხვდით კიდეც. <...> ავიღოთ ავღანეთი. იქ ერთი დარტყმით 120 ადამიანს კლავდნენ, მთელს ქორწილებს ანადგურებდნენ. დავუშვათ, ეს შეცდომაა, ასეთი რამ ხდება. მაგრამ სროლა უპილოტო აპარატებიდან ან ვერტმფრენებიდან აშკარად სამოქალაქო პირების მისამართით ერაყში - ეს რა არის? ვინ აგებს პასუხს? ვინაა მკვლელი?“

უკრაინასთან დაკავშირებული სიტუაცია

უკრაინასთან დაკავშირებით საუბრისას პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთს გააჩნია მხოლოდ ერთი ვალდებულება: მინსკის შეთანხმებების შესრულება. მან გაიხსენა, რომ 2020 წლის ნოემბერში კიევმა ამ შეთანხმებების შესასრულებლად საკუთარი გეგმები წარადგინა.

პუტინმა და ბაიდენმა ჟენევის სამიტის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს

„რა შემოგვთავაზა უკრაინამ? პირველ რიგში მისი წინადადება იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნება. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ უკრაინის ჯარი უნდა შევიდეს დონბასში. მეორე - მათ სწორედ ამ ნაწილში რუსეთ-უკრაინის საზღვრის ჩაკეტვა შემოგვთავაზეს. და მესამე: ამ ორი ნაბიჯიდან სამი თვის შემდეგ ჩატარდეს არჩევნები“.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ წინადადებებს მინსკის შეთანხმებებთან არაფერი საერთო არ აქვთ.

აშშ-ის მიერ რუსეთის შეკავების მცდელობების შესახებ

„შეერთებულმა შტატებმა რუსეთი მტრად და მეტოქედ შერაცხა. კონგრესმა ეს 2017 წელს გააკეთა, შეერთებული შტატების კანონმდებლობაში შეტანილია დებულებები იმის შესახებ, რომ აშშ-მა ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის წესებსა და წესრიგს და ასევე პოლიტიკურ ორგანიზაციებს მხარი უნდა დაუჭირონ.  ეს ჩაწერილია ამერიკულ კანონში. ახლა დავსვათ კითხვა: თუ რუსეთი მტერია, მაშინ რომელ ორგანიზაციებს რუსეთში უნდა დაუჭიროს მხარი ამერიკამ? მე ვფიქრობ, არა იმ ორგანიზაციებს, რომლებიც აძლიერებს რუსეთს, არამედ მათ, რომლებიც რუსეთს აფერხებს. ეს არის შეერთებული შტატების მიზანი, რომელიც საჯაროდ არის გაცხადებული“.

მედიასაშუალებების უცხოურ აგენტებად აღიარების შესახებ

პრეზიდენტმა ასევე შეადარა ჟურნალისტების მუშაობის შესაძლებლობები რუსეთში და აშშ-ში. მან აღნიშნა, რომ ტელეარხი RT ასრულებს ამერიკული რეგულატორის ყველა მოთხოვნას.

ბაიდენი: აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობა სტაბილური და პროგნოზირებადი უნდა იყოს

„Russia Today ასრულებს ამერიკული რეგულატორის და კანონის ყველა მოთხოვნას, შესაბამისად რეგისტრირდება და ა.შ. მიუხედავად ამისა, იქ მათ უქმნიან ბევრ პრობლემას პერსონალის დაქირავებასთან, ფინანსურ გატარებებთან დაკავშირებით და სხვ. ჩვენთან ასეთი პრობლემები არ არის“.

მან აღნიშნა, რომ ბაიდენმა მოლაპარაკებებზე დააყენა საკითხი „თავისუფლების რადიოს“ მუშაობის შესახებ, რომელიც რუსეთში აღიარებულია უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებლად.

„შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ამერიკული დელეგაციის წევრებმა არ იცოდნენ, რომ მანამდე - ჩვენ ხომ  უცხოურ აუდიტორიაზე მომუშავე მასობრივი ინფორმაციის ორად-ორი საშუალება გაგვაჩნია - Russia Today და Sputnik, - მანამდე ამერიკულმა მხარემ ისინი იქ უცხოურ აგენტებად აღიარა და აკრედიტაცია ჩამოართვა. და ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ, - გავაკეთეთ ამაზე საპასუხოდ“.