რაზე ისაუბრეს პუტინმა და ბაიდენმა სამიტზე: პესკოვის განმარტება

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესმდივნის თქმით, სამიტზე წამოწეულ თემებზე კონტაქტები გაგრძელდება.
Sputnik

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ჟენევაში სამიტის ფარგლებში გამოითქვა ძირითადი პოზიციები სირიის, ირანის, ლიბიისა და უკრაინის საკითხებზე, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.

რუსეთ-აშშ-ის სამიტის შედეგები: რა უამბო ჟურნალისტებს პუტინმა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის და მისი ამერიკელი კოლეგის, ჯო ბაიდენის შეხვედრა ჟენევაში 16 ივნისს შედგა. მოლაპარაკებები სამ საათ-ნახევარი გაგრძელდა. გაიმართა ერთი ვიწრო ფორმატის და ერთიც ფართო ფორმატის შეხვედრა. თავდაპირველად ითქვა, რომ გაფართოებული ფორმატით ორი შეხვედრა გაიმართებოდა.

„თემები დასახელდა, ძირითადი პოზიცია განისაზღვრა, მოხდა პოზიციების ურთიერთგაცვლა. შემდგომში კონტაქტები გაგრძელდება“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს კითხვაზე საპასუხოდ, იყო თუ არა წამოწეული უკრაინის, სირიის, ირანის თემები.

მან ასევე დაადასტურა, რომ სამიტზე ლიბიის თემაზეც იყო საუბარი.