ნიკოლოზ წულუკიძე: „პანდემიის დროს საკუთარ გარეგნობასა და ფასეულობებში ბევრი რამ შევცვალე“

თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე კორონავირუსის პანდემიის პერიოდში თავის განცდებზე, ცხოვრებასა და დამოკიდებულებებზე საუბრობს.
Sputnik
ნიკოლოზ წულუკიძე: „პანდემიის დროს საკუთარ გარეგნობასა და ფასეულობებში ბევრი რამ შევცვალე“
„ბოლო დროს 28 კილო დავიკელი და ამის მოტივაცია მქონდა. ახლა გავაანალიზე, თურმე არასოდეს მქონდა იმის განცდა, რომ ძალიან მსუქანი ვიყავი. „ოდნავ სრული“ - ეს ფორმულირება მეგონა, რომ ზუსტად ჩემზე იყო მორგებული“, – აცხადებს ნიკოლოზ წულუკიძე.

როგორც ცნობილი თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი აღნიშნავს, არსებულ რეალობაში მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი ადგილის განსაზღვრაა.