ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი – ნამდვილი სიყვარულის ისტორია – ფოტო

Sputnik

ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის განშორებიდან უკვე 17 წელი გავიდა. ახლა კი მედიასივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა წყვილმა კვლავ განაგრძოს ურთიერთობა.

მართალია თუ არა, რთული სათქმელია: რაციონალური უმცირესობა ყველაფერს პიარით ხსნის, ხოლო ვარსკვლავების თაყვანისმცემლები საუბრობენ მათ რომანტიკულ მოგზაურობაზე მონტანაში.

თავად ისტორიის გმირები არაფერს ამბობემ, რითიც კიდევ უფრო აღვივებენ ინტერესს საზოგადოებაში.

1 / 10
ჯეი ლომ და ბენ აფლეკმა ერთმანეთი 2002 წელს გაიცნეს ფილმ „ჯილის“ გადაღებაზე, სადაც მათ მთავარი როლები ერგოთ
2 / 10
გაცნობის დროს ლოპესი კრის ჯადის მეუღლე იყო. 2003 წელს ისინი დაშორდნენ - ქორწინებიდან სულ რაღაც 1,5 წლის შემდეგ
3 / 10
ლოპესი ირწმუნება, რომ არ სურდა აფლეკთან ურთიერთობის გახმაურებას, თუმცა ტაბლოიდები იმ პერიოდში განსაკუთრებული მონდომებით მუშაობდნენ - პირადი ცხოვრების დამალვას ერთეულები ახერხებდნენ. ჯენიფერის და ბენის წყვილი კი იმდენად პოპულარული იყო, რომ მათ დასახელება „ბენიფერიც“ მოუფიქრეს
4 / 10
2002 წლის ნოემბერში ბენ და ჯენიფერი დაინიშნენ
5 / 10
მომდევნო ორი წლის განმავლობაში ჯენიფერ ლოპესი ატარებდა საქორწილო ბეჭედს ვარდისფერი ექვს კარატიანი ბრილიანტით, რომელიც აფლეკმა დამოუკიდებლად შეარჩია და მასში 2,5 მილიონი დოლარის გადახდა არ დაინანა
6 / 10
ქორწინებამ წყვილისადმი ინტერესი გაზარდა
7 / 10
თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ შეყვარებულმა წყვილმა საერთო განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ მათ ქორწილი გადადეს
8 / 10
ამბავი სწრაფად გავრცელდა, თუმცა ამას არავინ მოელოდა. აფლეკმა და ლოპესმა მიზეზად მედიის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დაასახელეს
9 / 10
დიდი ხნის განმავლობაში საზოგადოება ფიქრობდა, რომ ეს მხოლოდ ყურადღების გადასატანად კეთდებოდა, რა დროსაც ჩატარდებოდა საიდუმლო ქორწინება ტროპიკულ კუნძულზე ვიწრო წრეში, თუმცა, სინამდვილეში, როგორც მოგვიანებით ზოგიერთმა გამოცემამ გაარკვია, ქორწინების გადადების შემდეგ ისინი მალევე დაშორდნენ
10 / 10
ბენ აფლეკის და ჯენიფერ ლოპესის განშორებიდან 17 წელი გავიდა. ახლა კი მედიასივრცეში გავრცელდა ინფორნაცია წყვილის ურთიერთობის განახლების შესახებ. ვარსკვლავები ჯერჯერობით არაფერს ამბობენ, რითაც კიდევ უფრო აღვივებენ საზოგადოებაში ინტერესს