ეს ხუმრობა არაა: ჯანმო ქალებს ალკოჰოლის მოხმარებისგან თავის შეკავებას ურჩევს

ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს, ამ საკითხში სერიოზული ყურადღება მიაქციონ ბავშვებს, ორსულებსა და შვილოსნობის ასაკის ქალებს.
Sputnik

თბილისი, 17 ივნისი - Sputnik. შვილოსნობის ასაკის ქალებმა თავი უნდა შეიკავონ ალკოჰოლის მოხმარებისგან – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ასეთი გადაწყვეტილება შესთავაზა მსოფლიოს ქვეყნებს. ამის შესახებ ნათქვამია ალკოჰოლის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური სამოქმედო გეგმის პროექტში 2022–2030 წლებისთვის.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ სახელმწიფოები ვალდებული არიან გაზარდონ საზოგადოების ინფორმირებულობა ალკოჰოლური სასმელების მავნებლობის შესახებ.

რუსი ექსპერტების ეჭვი ზოგიერთი ქართული ღვინის ხარისხზე და პროდუქციის პერსპექტივები

აღნიშნულია, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ფოკუს-კატეგორიას - ბავშვებს, ორსულებსა და შვილოსნობის ასაკის ქალებს.

ექსპერტები განმარტავენ: ეს უკავშირდება იმას, რომ ალკოჰოლური სასმელების მიღებამ ორსულობამდე და ორსულობის დროს შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფში სხვადასხვა დაავადებების და დარღვევების განვითარება, ასევე შემდგომში სოციალურ ქცევასთან და სწავლის უნართან დაკავშირებული პრობლემების გამოვლენა, ნათქვამია ტექსტში.

ახსნილია, რომ ეს ასევე უარყოფით გავლენას ახდენს მომავალი დედის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

ამგვარად, ჯანმომ დაასკვნა, რომ იდეალური ვარიანტი იქნებოდა, თუ შვილოსნობის ასაკის ქალები ალკოჰოლზე საერთოდ უარს იტყოდნენ. სხვათა შორის, ამ განცხადებამ დიდი აჟიოტაჟი და ფართო კრიტიკა გამოიწვია ინტერნეტ-მომხმარებლებში, თავად ორგანიზაცია კი სექსიზმში დაადანაშაულეს.