ცერცვაძე: „ინდური შტამის“ გავრცელებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს მეოთხე ტალღის დაწყებას
© Sputnik
„საქართველოში ინფიცირების შემთხვევების 10% მოდის „ინდურ შტამზე“. კვლევებით უკვე დადგინდა, რომ იგი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „ბრიტანული შტამი“. საქართველოში იქნება თუ არა კორონავირუსის მეოთხე ტალღა, ეს საკითხი დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ასრულებს მოსახლეობა კოვიდ-რეგულაციებს. თუ „ინდური შტამი“ ქვეყანაში დომინანტი გახდა, შესაძლოა, მან ხელი შეუწყოს მეოთხე ტალღის დაწყებას“, – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.
სპეციალისტები „ინდურ შტამს“ უფრო სახიფათოდ მიიჩნევენ, ვიდრე დანარჩენ შტამებს, ვინაიდან ის მეტად აგრესიულია – ძლიერად ეჭიდება უჯრედებს და ვირუსის მცირედი რაოდენობაც საკმარისია დასაავადებლად.