როგორ დავიამოთ ყელის ტკივილი წამლების გარეშე: ექიმი მცდარ მეთოდებს ასახელებს

ირკვევა, რომ ყელის ტკივილის დაამების გავრცელებული მეთოდების დიდი ნაწილი მცდარია და, პირიქით, კიდევ მეტად აძლიერებს ტკივილს.
Sputnik

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ცხელი ჩაი ყელის ტკივილს აამებს, მცდარია — პირიქით, ამით ტკივილი კიდევ მეტად ძლიერდება, აცხადებს ტელეეთერების ხშირი სტუმარი, პოპულარული ექიმი მარინა მაკიშა.

სპრეის გარეშე: თუ ცხვირი გაგეჭედათ, მოიმარჯვეთ... გასაღები – ვიდეოგაკვეთილი

მისი თქმით, ყელის ტკივილისას ლიმონიანი ჩაის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 60-70 გრადუსს. წინააღმდეგ შემთხვევაში ყელს დამატებითი ტრავმები მიადგება. ამასთან, უფრო მაღალ ტემპერატურაზე ლიმონი სასარგებლო თვისებებს, ანუ C ვიტამინს დაკარგავს.

გარდა ამისა, მაკიშას განმარტებით, ყელის ტკივილს ძალიან უხდება შტოშისა და მოცვის მორსი.

„შტოშიცა და მოცვიც შეიცავს ქლოროგენულ მჟავას, რომელსაც ბუნებრივი მცენარეული ანტიბიოტიკის თვისებები აქვს. მასში ბევრი ანტიოქსიდანტია, რაც ავადმყოფობის დროს კარგად აღადგენს ორგანიზმს“, — ამბობს სპეციალისტი.

მისი თქმით, მორსით ყელის გამოვლებაც შეიძლება.

კიდევ ერთი საშუალება, რომელსაც შესანიშნავი ეფექტი აქვს ყელის ტკივილისა და, ზოგადად, გაციების დროს, არის არა თაფლი, როგორც ეს ბევრს ჰგონია, არამედ ფუტკრის ჭეო (ყვავილის მტვერი, რომელსაც ფუტკარი აგროვებს და ფიჭის უჯრედებში ჩატკეპნის, ასხამს თაფლს და აკონსერვებს. ვიტამინებით ძალიან მდიდარ ჭეოს ორგანიზმი ძალიან ადვილად ითვისებს).

  • მკურნალობის მიზნით გაღეჭეთ ნახევარი ჩაის კოვზი ჭეო, შემდეგი 20-30 წუთის განმავლობაში კი არაფერი შეჭამოთ და არც დალიოთ.
ენის დამწვრობა: როგორ გავიყუჩოთ ტკივილი - ექიმის რეკომენდაციები

ყელის ტკივილს აამებს ნიორიც — მასში შემავალი ალიცინის მეშვეობით, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო ბაქტერიციდული მოქმედება ახასიათებს. ამ სასარგებლო ნივთიერების მისაღებად საჭიროა გაჭყლიტოთ ან ჩაღეჭოთ ნიორი და შემდეგ ცოტა ხნით გაიჩეროთ პირში — ლოყის არეში.

დაუშვებელია ნივრის კბილის ცხვირის ნესტოში მოთავსება (ესეც მცდარი პრაქტიკაა), ვინაიდან ეს ლორწოვანა გარსს აზიანებს.

კიდევ ერთი შეცდომა, ექიმის თქმით, ისაა, რომ ყელის ტკივილის მოსახსნელად ადამიანები ხშირად სვამენ რძეს, რაც არასწორია, ვინაიდან რძე ამ შემთხვევაში ყელისთვის სასარგებლო არ არის მასში შემავალი შაქრის გამო. თუმცა ის ძალიან ეფექტურია სხვა დაავადებების შემთხვევაში.