ყვითელი ამბები

სოფო ნიჟარაძემ ქალიშვილის სახე გამოაჩინა – ვის ჰგავს პატარა გოგონა?

მას შემდეგ, რაც სოფო ნიჟარაძის ქალიშვილი 1 წლის გახდა, სოფომ გადაწყვიტა მისი სახე სოციალურ ქსელში ეჩვენებინა.
Sputnik

მომღერალი სოფო ნიჟარაძე, რომელიც წელიწადზე მეტია ამერიკაში ცხოვრობს, ერთი წლის წინ დედა გახდა. სოფო ამ თემაზე არ საუბრობს, არც მამის ვინაობას ამხელს და აქამდე არც ბავშვის ფოტოს აქვეყნებდა საჯაროდ, ყველა ფოტოში მას სახე დაფარული ჰქონდა. ელის მარია რამდენიმე დღის წინ ერთი წლის გახდა. როგორც ჩანს, სოფომ გადაწყვიტა ბავშვს სახე აღარ დაუფაროს და „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც გოგონას სახე უჩანს. გოგონა, სავარაუდოდ, სოფოს ჰგავს.

ფეხმძიმობის შემდეგ სოფო ნიჟარაძე საკუთარ სხეულზე განსაკუთრებულად ზრუნავს. მომღერალი ასეთი გამხდარი ჯერ არავის ახსოვს. ტელევარსკვლავმა ინტენსიური ვარჯიში განაგრძო და სასურველ შედეგამდე სულ ერთი ნაბიჯი დარჩა. თავისუფალ დროს კი სოფო პილატესის სავარჯიშო სისტემასაც ეუფლება. როგორც ჩანს, სოფო გაჩერებას აღარ აპირებს, მის სხეულს კი დაკლებული კილოგრამები სულ უფრო და უფრო ეტყობა.

ამჟამად სოფო ნიჟარაძე, სავარაუდოდ, საყვარელ ადამიანთან და პაწაწინა ქალიშვილთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს. მისი მეორე ნახევრის ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია. მასმედიაში მხოლოდ ქალიშვილის დაბადების თარიღი და გოგონას სახელი გავრცელდა. სოფო, თავის მხრივ, დუმილს არ არღვევს და არც მისი ცნობილი მეგობრები ცდილობენ მის პირად სივრცეში შეჭრას. მომღერალმა დასახული მიზანი 35 წლის ასაკში აიხდინა და შტატებში ფეხმძიმე გაემგზავრა.

აღმოჩნდა, რომ სოფო ნიჟარაძე ფეხმძიმობას საგულდაგულოდ მალავდა. ახლა მისი თაყვანისმცემლები და ოჯახის ახლობლები განსაკუთრებით ბედნიერები არიან. ერთ-ერთმა გამორჩეულმა მომღერალმა ამერიკაში იმშობიარა. მას გოგონა შეეძინა. Instagram-ზე მომღერლის პასიურობა სულ უფრო იგრძნობა, თუმცა ხანდახან თაყვანისმცემლების განებივრებას „სთორებით“ მაინც ცდილობს.

რამდენიმე თვის მანძილზე ის ცხოვრების ყველაზე დიდ ბედნიერებას მალავდა, მოგვიანებით კი პანდემიის გამოცხადებას დაასწრო და ამერიკაში გაფრინდა. სოფო ნიჟარაძის ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდი დადგა. ახლა ამერიკის ქუჩებში სეირნობს და შოპინგსაც ასწრებს. გარდა ამისა, მომღერალმა შტატებში ვარჯიშიც დაიწყო, რამაც მისი ტანი მეტად მომხიბლავი გახადა.

სოფომ ფეხმძიმობის პერიოდში გამოქვეყნებული რამდენიმე სურათი ისე გამოაქვეყნა, რომ ვერავინ მიხვდა, თუ რას მალავდა მომღერალი. მისი Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე გასული წლის აპრილით დათარიღებული ფოტო მოიპოვება, რომელზეც ნიჟარაძე 7 თვის ფეხმძიმეა და მისი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან მოვლენას ის შარფითა და დიდი ზომის შავი ქურთუკით მალავდა.