რამდენი ადამიანი დაინფიცირდა ვაქცინაციის შემდეგ? – გამყრელიძის განმარტება

მედიკოსების განმარტებით, ვაქცინირებულ მოქალაქეებს კორონავირუსის ინფექცია გაცილებით მსუბუქ ფორმებში გადააქვთ.
Sputnik

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი სრული დოზა 69.197-მა მოქალაქემ გაიკეთა, მათგან 0,2% დაინფიცირდა, განაცხადა ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა ივლისიდან გაფართოვდება

ამ დროისათვის საქართველოში ვაქცინაცია ჩატარებული აქვს 212.163 ადამიანს, ერთი დოზით აცრილ პირთა შორის ინფიცირების მაჩვენებელი 0,8%-ია.

გამყრელიძის თქმით, ვაქცინირებულთა დიდმა ნაწილმა დაავადება მსუბუქ ფორმაში გადაიტანა.

ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა ასევე განმარტა, რომ მოქალაქეებს, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა, ვაქცინის გაკეთება ინფექციის გადატანიდან ოთხ თვეზე ადრე პერიოდშიც შეუძლიათ.

მისი თქმით, ინფიცირებასა და ვაქცინაციას შორის პერიოდის შემცირება იგეგმება ივლისში, როდესაც ქვეყანას ვაქცინების საკმაო რაოდენობა ექნება.

რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესის დინამიკას, გამყრელიძის თქმით, მარტში საშუალო დღიური მაჩვენებელი 450 იყო, აპრილში – 1.200, მაისში – 3,500, ივნისში კი – 5.200.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო.