ყვითელი ამბები

„ახლა თქვენი დროა და „მიაწექით“ – ვის მიმართავს მიხეილ ცაგარელი

ცნობილი ასტროლოგი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ზოდიაქოს ერთ-ერთი ნიშნის წარმომადგენლებს მიმართავს.
Sputnik

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ტყუპების ნიშნის ქვეშ დაბადებულებს მიმართავს, სოციალურ ქსელში იუბილეს ულოცავს და უსურვებს – საუკეთესო პერიოდი სასარგებლოდ და შედეგიანად გამოიყენონ.

„ახლა თქვენი დროა და „მიაწექით” თქვენთვის მთავარ საქმეებს და ნუ გადაუხვევთ უმნიშვნელო საქმეებისკენ!“ – ვკითხულობთ მის პოსტში.

ასტროლოგის ცნობით, „მერკური რეტროგრადულ მოძრაობაში გადავიდა, 30 მაისიდან 24 ივნისამდე კომუნიკაციისა და ინფორმაციის მმართველი პლანეტა მერკური ე.წ. რეტროგრადულ მოძრაობაში იქნება. შესაბამისად, ამ პერიოდში თუ რაიმე მნიშვნელოვანი გაქვთ დაგეგმილი, უმჯობესია 24 ივნისამდე გადადოთ“.