მომღერალმა ლოლა წერეთელმა საყვარელი მამაკაცი გამოაჩინა. როგორც მომღერალი ამბობს, ახლანდელი რჩეული, ყოფილი მეუღლისგან განსხვავებით, მისი ასაკისაა, საფრანგეთში მოღვაწეობს, რობერტი ჰქვია, დედით სომეხია და მამით ფრანგი.
წყვილმა ერთმანეთი პანდემიამდე ისრაელის ერთ-ერთ კაფეში გაიცნო, სადაც ლოლამ სცენაზე იმღერა და მისმა ხმამ ბიზნესმენი მოხიბლა. „იმდენად თვალში საცემი სტილი აქვს და თვითონ ისეთი ტიპია, მეც მივაქციე ყურადღება, რომ მისმენდა და მიცინოდა. ვიფიქრე, უცხოელები არიან და ასე არიან მიჩვეულები–მეთქი. მეც გავუცინე. ეს კულტურაა. უცებ სომხურად დამელაპარაკა. თქვეს, რომ მეც ნახევრად სომეხი ვარ… ტელეფონის ნომრები გავცვალეთ. დღისით წავედით ზღვაზე, ვისხედით და ვსაუბრობდით. ახლა მე ვლაპარაკობ რუსულად და პროგრამა ფრანგულად უთარგმნის. „ლოლა, მე შენ მიყვარხარო“, რაც მთავარია, ამას მეუბნება“, – ამბობს მომღერალი.
ლოლას თქმით, მის რჩეულს მანქანების დიდი კომპანია აქვს და სულ მოგზაურობს, თუმცა დიდი ხანია ერთად არსად ყოფილან, თუმცა მალე საფრანგეთში აპირებს გამგზავრებას.
„ჯერჯერობით არ გამომდის. სად ვიჩქაროთ? ასე კარგია ცხოვრება. იცი, რომ ვიღაცას უყვარხარ. მანაც იცის, რომ მიყვარს… ძალიან კარგად ვარ. ახლა მივდივარ ნიუ-იორკში, სამი კონცერტი მაქვს. ჩამოვალ თბილისში და აქედან კვლავ მოსკოვში გავემგზავრები“, – ამბობს მომღერალი.
სარესტორნო მომღერალი ლოლა წერეთელი უკვე რამდენიმე თვეა მოსკოვშია, სადაც ერთ-ერთ რესტორანში მღერის. ჟურნალ „თბილისელებთან“ მომღერალმა აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან გაუჭირდა, შეთავაზება, რომ მოსკოვში დასაქმებულიყო, 2000 წლიდან მოყოლებული ჰქონდა, თუმცა უჭირდა საქართველოს დატოვება.
ცნობილი სარესტორნო წყვილის ლოლა და გიორგი წერეთლების ოჯახი ორი წლის წინ დაინგრა. ერთ-ერთ ინტერვიუში ლოლა ამბობდა, რომ გიორგი არის მისთვის ადამიანი, რომელსაც ვერავინ ჩაანაცვლებს.