კორონავირუსული ტურიზმი

საქართველოში ოფიციალურად გაიხსნა საზაფხულო ტურისტული სეზონი, იზრდება უცხოელი სტუმრების შემოდინება. თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო აუცილებელია პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში.
Sputnik

საქართველოში ჩამოსულ ყველა სტუმარს ყურადღება მართებს – პირბადის ტარება ყველგან აუცილებელია, ღია სივრცეებშიც კი. ქალაქში საპატრულო პოლიცია აჯარიმებს ადამიანებს, რომლებსაც კოვიდისგან თავის დასაცავად პირბადე არ უკეთიათ.

ამიტომ ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს ესაჭიროებათ პირბადეების მცირე რეზერვი, სანამ თბილისსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში მათ შეძენას მოახერხებენ. პირბადის დეფიციტი ქვეყანაში უკვე აღარ არის, სამედიცინო ნიღბები იყიდება მაღაზიებში, სავაჭრო ცენტრებში, აფთიაქებსა და ქუჩის პატარა ჯიხურებში.