კალაძე: ძალიან მძიმე იყო ჩემთვის ამის გადატანა

თბილისის მერი კახა კალაძე გარდაცვლილ ძმას ლევან კალაძეს და თავისი ცხოვრების ყველაზე დიდ ტრაგედიას იხსენებს.
Sputnik
კალაძე: ძალიან მძიმე იყო ჩემთვის ამის გადატანა
„ჩემი ძმის გატაცება და გარდაცვალება – ეს არის ჭრილობა, რომელიც არ შუშდება და ყოველთვის ჩემს გულში იქნება. ძალიან მძიმე იყო ჩემთვის ამ ყველაფერის გადატანა, მაგრამ შევძელი საკუთარ თავში მომენახა ძალა და ჩემი მშობლებისთვის მიმეცა ცხოვრების სტიმული. მე რომ თავი დამეხარა ამ ტკივილის წინაშე და ვერ მომეხერხებინა თუნდაც ჩემი კარიერის გაგრძელება, ეს ჩემი მშობლებისთვის იქნებოდა კიდევ უფრო დიდი ტრაგედია“, – ამბობს კალაძე.

კახა კალაძის ძმა ლევან კალაძე 2001 წლის 23 მაისს უცნობმა პირებმა ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს. მომხდარზე უამრავი ვერსია არსებობდა. ხუთწლიანი ლოდინისა და ძებნის შემდეგ საქმე საბოლოოდ გახსნილად გამოცხადდა. პოლიციამ ლევან კალაძე გარდაცვლილი იპოვა.