ყვითელი ამბები

„შემიძლია შევიდე კონტაქტში ჩემს გარდაცვლილ დედასთან“ – ია ფარულავას უცნობი ნიჭი

მსახიობი ია ფარულავა თურმე განსაკუთრებულ თვისებებს ფლობს. მსახიობს შეუძლია ესაუბროს გარდაცვლილ მშობლებს და ძმას.
Sputnik

ცნობილ პროდიუსერთან და ტელეწამყვანთან ნოე სულაბერიძესთან საავტორო გადაცემაში სტუმრად მსახიობი ია ფარულავა იქნება. როგორც გადაცემის ანონსიდან ირკვევა, ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი მისი ცხოვრების უცნობ მხარეებზე საჯაროდ პირველად ისაუბრებს.

„ეს არის ჩემი ცხოვრების ყველაზე დამალული ამბავი. ჩვენი გრანდმასტერი ილუმინატია. ჩვენ აბსოლუტურად ყველა რელიგიას პატივს ვცემთ. მე შემიძლია შევიდე კონტაქტში ჩემს გარდაცვლილ დედასთან, მამასთან, ძმასთან”, – ამბობს ია ფარულავა.

მსახიობს რამდენიმე წლის წინ ძმა დათო ფარულავა დაეღუპა. დათო ფარულავა საკმაოდ წარმატებული ხელოვანი იყო. ის მეგობართან ერთად სამოგზაუროდ იმყოფებოდა ინდოეთში, სადაც მოულოდნელად გარდაიცვალა. ია ფარულავამ საკუთარ გადაცემაში თქვა, რომ ძმა ნარკოტიკების მიღების შედეგად დაეღუპა.

„პირადად მეც ცუდი ისტორია მაქვს ნარკოტიკებთან დაკავშირებით. მე დავმარცხდი ნარკოტიკებთან ბრძოლაში ჩემი ძმის მაგალითზე, რომელიც ნარკოტიკებით გარდაიცვალა. თუმცა, ჩვენ ამას არ ვმალავთ, როგორც სხვა დანარჩენი ხალხი, ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით“, – განაცხადა ფარულავამ.

ია ფარულავას დედა 60-იანი წლების მოდელი და მშვენიერი მოცეკვავე დონარა იმედაძე იყო. მსახიობს ხშირად ამსგავსებენ მას.