გამყრელიძე: სექტემბრამდე მაქსიმალურად უნდა მოხდეს მასწავლებელთა ორჯერადი ვაქცინაცია
© Sputnik
„ჩვენ გვინდა, რომ ზაფხულში მოსახლეობის დიდი რაოდენობის ვაქცინაცია მოხდეს, რათა ახალ სასწავლო წელს შევხვდეთ უსაფრთხოდ. სწავლის დაწყებამდე მაქსიმალურად უნდა მოხდეს სტუდენტების, ლექტორებისა და სკოლის მასწავლებლების ორჯერადი ვაქცინაცია, რათა სასწავლო დაწესებულებები უსაფრთხო იყოს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და ზაფხულის სეზონზე ახალი ეპიდ-კერების თავიდან აცილების მიზნით ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ ასევე მოუწოდებს კერძო და საჯარო დაწესებულებების თანამშრომლებსა და მასმედიის წარმომადგენლებს.