უიშვიათესი მცენარე აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა: ვრცელდება ფოტო

TradeMe-ს ცნობით, ეს ყველაზე ძვირი ოთახის მცენარეა აუქციონებზე ოდესმე გაყიდულ ყველა ქოთნის მცენარეს შორის.
Sputnik

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. ახალ ზელანდიაში მოწყობილ აუქციონზე ქოთნის იშვიათი მცენარე რეკორდულ ფასად გაიყიდა, იუწყება ტელეარხი CNN.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია რაფიდოფორა ტეტრასპერმაზე, რომელსაც რვა თეთრად და მწვანედ შეფერილი ფოთოლი აქვს და მალე მეცხრეც გაიშლება.

​მცენარე აუქციონ TradeMe-ზე 19.297 დოლარად გაიყიდა.

ტელეარხის ცნობით, ბრძოლა „ძალიან იშვიათი რაფიდოფორა ტეტრასპერმასთვის“ კვირა საღამოს დასრულდა. ვაჭრობის პროცესში ფასზე სულ 248 შეთავაზება გაკეთდა.

Trade Me-ს წარმომადგენელ მილი სილვესტრის თქმით, ეს ყველაზე ძვირადღირებული ქოთნის მცენარეა, რომელიც ოდესმე გაყიდულა აუქციონზე.