კალაძე: მითხრეს, რომ ჩემგან ფეხბურთელი არ დადგებოდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ბავშვობას იხსენებს და საუბრობს იმაზე, როგორ დაიწყო მისი გატაცება ფეხბურთით.
Sputnik
კალაძე: მითხრეს, რომ ჩემგან ფეხბურთელი არ დადგებოდა
„როდესაც 14-15 წლის ვიყავი, სამტრედიაში, მახსოვს, მითხრეს, რომ ჩემგან ფეხბურთელი არ დადგებოდა და კარგი იქნებოდა, თუ ამ საქმიანობას შევეშვებოდი. ჩემთვის ამის მოსმენა ძალიან დამთრგუნველი იყო, მით უმეტეს იმ დროს, როდესაც მთელი გულით მონდომებული ვიყავი და ვოცნებობდი, რომ ფეხბურთელი გამოვსულიყავი“, – იხსენებს კახა კალაძე.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნულმა ფაქტმა მასზე ძალიან იმოქმედა და გადაწყვიტა დაემტკიცებინა საკუთარი თავისთვისაც და ირგვლივ მყოფთათვისაც, რომ მისგან კარგი ფეხბურთელი დადგებოდა.