ყვითელი ამბები

„დავიღალე მარტოობით, მაგრამ თეოს ვერავინ შემიცვლის...“ – გელა დაიაური შეყვარებულია

ცნობილი პოეტი გელა დაიაური ცოლ-შვილის გარდაცვალებიდან 11 წლის შემდეგ პირად ცხოვრებაზე პირველად საუბრობს.
Sputnik

2010 წლის 22 ივ­ლისს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა და და­ამ­წუხ­რა მუ­ცოს ხე­ო­ბა­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ – ჯი­პის ტიპის ავ­ტო­მო­ბი­ლი, სა­დაც 10 ადა­მი­ა­ნი იჯდა, გზი­დან გა­და­ვარ­და. ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფამ შვიდი ადა­მი­ა­ნის, მათ შო­რის სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა.

ავტოკატასროფის დროს დაიღუპა პოეტ გელა დაიაურის ცოლ-შვილი – თეონა ქუმსიაშვილი, ორი წლის დემეტრე და ცხრა თვის ჯარჯი. ასევე თეონას და – ნათია, ბერდია და სოფიკო არაბულები ოთხი თვის შვილთან ერთად. საჭეს ბერდია არაბული მართავდა. ავტომობილი მუცოსთან ახლოს, სოფელ ხონეში მდინარეში გადავარდა.

გადაცემის ანონსში „ყვითელი ყუთი” გელა დაიაური ამბობს, რომ შეყვარებულია, მარტოობამ დაღალა, თუმცა თეოს ვერავინ შეუცვლის. „ნეტავ არ გამეცნო საერთოდ, დღეს ხომ საქართველოსთვის იმღერებდა. ბავშვებს ვხედავ ხოლმე გაზრდილებს, ასაკის მიხედვით“, – ამბობს დაიაური.