თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. ცხვირის გაჭედილობის მოხსნა სპეციალური სპრეის გარეშეცაა შესაძლებელი, თუ ჩვეულებრივი გასაღების მეშვეობით სავარჯიშო გეცოდინებათ, აცხადებს გერმანიაში ჩინური მედიცინის ინსტიტუტის სპეციალისტი იოჰანეს გრეტენი.
„ცხვირის გაჭედვას შეგიძლიათ უმკურნალოთ ე.წ. მაგიურ სამკუთხედში გარკვეული მოძრაობებით, რომელიც ადამიანის ცხვირის სინუსების გარშემოა განლაგებული“, — ციტირებს გრეტენს პორტალი focus.de და იქვე თვალსაჩინო ვიდეოსაც აქვეყნებს (გადადით ბმულზე).
მეთოდიკის თანახმად, გასაღები წვერით ჯერ იმ ნესტოზე უნდა მიიდოთ გვერდიდან, რომლით სუნთქვაც უფრო გიჭირთ, და რვა-რვაჯერ უნდა დაატრიალოთ ორივე მიმართულებით. მერე იგივე პროცედურა უნდა ჩაიტაროთ მეორე ნესტოზეც.
ამის შემდეგ გასაღები უნდა მიიდოთ შუბლის ცენტრში — წარბებშუა რკალს ოდნავ ზემოთ წერტილში, და იგივე მოძრაობები უნდა ჩაატაროთ (რვა-რვა დატრიალება ორივე მიმართულებით) სამჯერ.
როგორც იოჰანეს გრეტენი ირწმუნება, ეს ოპერაცია ერთ წუთში ხსნის ცხვირის გაჭედილობას და სუნთქვას აიოლებს.