საშინელი ძალის აფეთქება ავტოგასამართ სადგურზე – არიან დაშავებულები: ვიდეო

თვითმხილველებმა ინტერნეტში გაავრცელეს კადრები, სადაც ნოვოსიბირსკში ბენზინგასამართი სადგურის აფეთქების მომენტია ასახული.
Sputnik

ინციდენტი ქალაქ ნოვოსიბირსკში, გუსინობროდსკის შოსეზე მოხდა. აალების ფართობი 800 კვადრატული მეტრია, ამ მომენტისათვის მისი ჩაქრობა მიმდინარეობს. პერიოდულად კვლავ ისმის გაზის ავზების აფეთქების ხმა.

ბოლო მონაცემებით, დაშავდა ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი მეხანძრე, ოთხი დაზარალებული დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.