თბილისი, 13 ივნისი - Sputnik. ზაფხულის ოლიმპიადაზე ტოკიოში საქართველო ოთხი ძალოსნით იქნება წარმოდგენილი, რაც თითოეული ქვეყნისთვის მაქსიმალური კვოტაა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.
ამჟამინდელი რეიტინგის მიხედვით, ტოკიოში შემდეგი ძალოსნები გაემგზავრებიან: ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიოს მოქმედი რეკორდების მფლობელი - ლაშა ტალახაძე (+109 კგ); ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი - ანტონ პლესნოი (-96 კგ); ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი - შოთა მიშველიძე (-61 კგ). ამ ჩამონათვალს დაემატა კონტინენტური ჩემპიონატის გამარჯვებული გოგა ჩხეიძე (-67 კგ).
ამრიგად, საქართველოს ამჟამად 19 ოლიმპიური ლიცენზია აქვს მოპოვებული.
ქართველი სპორტსმენები, რომლებმაც ტოკიოს ოლიმპიადის საგზურები მოიპოვეს (13.06.2021)
| სპორტსმენი | სპორტის სახეობა |
| ნინო სალუქვაძე | სროლა პისტოლეტიდან |
| სახილ ალახვერდოვი | -52 კგ, კრივი |
| ესკერხან მადიევი | -69 კგ, კრივი |
| გიორგი ხარაბაძე | -75 კგ, კრივი |
| გიორგი მუჯარიძე | მძლეოსნობა, ბირთვის კვრა |
| ლაშა გელელაური | მძლეოსნობა, სამმაგი ნახტომი |
| სანდრო ბაზაძე | ფარიკაობა |
| გოგიტა არქანია | კარატე, -84 კგ |
| რამაზ ზოიძე | -67 კგ, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა |
| ლაშა გობაძე | -87 კგ, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა |
| გიორგი მელია | -97 კგ, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა |
| იაკობ ქაჯაია | -130 კგ, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა |
| ავთანდილ კენჭაძე | -74 კგ, თავისუფალი ჭიდაობა |
| ელიზბარ ოდიკაძე | -97 კგ, თავისუფალი ჭიდაობა |
| გენო პეტრიაშვილი | -125 კგ, თავისუფალი ჭიდაობა |
| შოთა მიშველიძე | -61 კგ, ძალოსნობა |
| გოგა ჩხეიძე | -67 კგ, ძალოსნობა |
| ანტონ პლესნოი | -96 კგ, ძალოსნობა |
| ლაშა ტალახაძე | +109 კგ, ძალოსნობა |
2016 წელს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები სპორტის 11 სახეობაში 40 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.