ახალბედა მშობლებს ხშირად სჭირდებათ დახმარება და იმედოვნებენ ბებიების მხარდაჭერას, გამონაკლისი არც ცნობილი წყვილია. 36 წლის პრინცი ჰარი და 39 წლის მეგან მარკლი იმ ბედნიერ მშობლებს შორის არიან, ვისაც სანდრო ადამიანი ჰყავთ. ინსაიდერებმა Us Weekly- ს განუცხადეს, რომ მეგანის დედა, 64 წლის დორია რაგლანდი ახლა აქტიურად ეხმარება მათ ორი წლის ვაჟის არჩისა და ახალშობილი ქალიშვილის ლილის მოვლაში.
6 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პრინც ჰარისა და მეგან მარკლს მერე შვილი, გოგონა სახელად ლილიბეტ დაიანა შეეძინათ. ამის შესახებ ინფორმაცია წყვილის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ გოგონა ქვეყანას 4 ივნისს, დილის 04:00 საათზე მოევლინა და ის და მეგანი თავს კარგად გრძნობენ.
„მათ ბევრი საყვარელი საჩუქარი მიიღეს მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგან, მათ შორის დორიასგან, მაგრამ ყველაზე განსაკუთრებული, რაც მან გაიღო, მისი დროა. იგი ეხმარება სახლის საქმეებში და მისი ნამდვილი დახმარება მთავარი ბონუსია“, აცხადებს წყარო.
ოჯახთან დაახლოებული პირის თქმით, წყვილი ძალიან კარგად ეწყობა დორიას და ისინი აღფრთოვანებულები არიან მისი საკუთარ სახლში ნახვით, მონტეციტოში, კალიფორნიაში. მეგანი ძალიან ბედნიერია, რომ შეუძლია დედის იმედი ჰქონდეს, ჰარი კი მას უბრალოდ აღმერთებს“, - ამბობს ინსაიდერი.
დორია აქტიურად დაეხმარა მეგანს, როდესაც არჩი დაიბადა 2019 წელს. ამ დროს მეგანი და პრინცი ჰარი კვლავ დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდნენ და დორია სპეციალურად გაფრინდა რამდენიმე კვირის განმავლობაში ქალიშვილის დასახმარებლად.
წყარომ ასევე დაარწმუნა ჟურნალისტები, რომ მეგანი და ჰარი ქალიშვილის დაბადების შემდეგ, უბრალოდ, მეშვიდე ცაზე იმყოფებიან.
„ისინი უბრალოდ გიჟდებიან მასზე. ის ძალიან ლამაზია, ჰარისაც ჰგავს და მეგანსაც“, - აცხადებს ინსაიდერი.