ილო ბეროშვილი თათია შარანგიას „სთორიში“ თავისი პირველი ქორწინების შესახებ ალაპარაკდა, რომელიც ტელეწამყვან ნელიკო აგირბასთან აკავშირებდა. წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს.
აღმოჩნდა, რომ ილოსთვის ნელის მიერ მეორე ოჯახის შექმნა არც ისე მარტივი გადასატანი იყო, რადგან ნელის მეორე მეუღლე მისი მეგობარი იყო და მისთვის პირველ რიგში შვილების განწყობა იყო მთავარი.
ბეროშვილის თქმით, მნიშვნელოვანი იყო, როგორ გარემოში იქნებოდნენ ბავშვები და მისი მეუღლე ანი ბებია იყო პირველი ადამიანი, რომელსაც ბავშვები გააცანო.
„ჩემს შვილებს უყვარდათ ჩელე და ეს იყო ჩემთვის მთავარი, მშობელი ხარ და გინდა, შენი შვილები ბედნიერები იყვნენ. უსიამოვნო იყო ის, როცა ადამიანთან მეგობრობ და მერე… კი, უკვე ორი წლის გაშორებულები ვიყავით, როცა მან მითხრა, ნელისთან ურთიერთობა მაქვსო… მე ვუთხარი მაშინვე, რაზეა ლაპარაკი-მეთქი. ყველა ვარიანტში, როცა ორი შვილი გყავთ და ოჯახი იშლება, ეს მტკივნეული პროცესია“, - აცხადებს მსახიობი.
ნელი მეორე ქორწინებაშიც იყო, თუმცა ეს ისტორია ტრაგიკულად დასრულდა. ოთხი წლის წინ, რამდენიმე თვეში დაქორწინების შემდეგ, მისი მეუღლე ირაკლი ძიმისტარიშვილი ანტალიაში დაიღუპა, სადაც მისი 13 წლის შვილი საჩოგბურთო ტურნირზე ჰყავდა წაყვანილი.
„კურიერის“ ყოფილმა წამყვანმა და მისმა რჩეულმა 2016 წლის ოქტომბერში იქორწინეს. 34 წლის ძიმისტარიშვილს პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი ჰყავდა, რომელსაც მარტო ზრდიდა. ცოტნე ძიმისტარიშვილი ჩოგბურთელია და წარმატებულად მონაწილეობს სხვადასხვა ტურნირში.