ჩინეთში გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა: დაიღუპა 11 ადამიანი

ადრეული დილის მიუხედავად, ბაზარში ბევრი მყიდველი იყო, მუშაობდა სასადილო, სადაც ადამიანები საუზმობდნენ.
Sputnik

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. ჩინეთის ქალაქ შიანში (პროვინცია ხუბეი, ცენტრალური ჩინეთი) ბაზარში აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 133 დაშავდა, იუწყება ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია.

სასურსათო ბაზარში ძლიერი აფეთქება კვირას გამთენიისას გაისმა. ადრეული დილის მიუხედავად, ბაზარში ბევრი მყიდველი იყო, მუშაობდა სასადილო, სადაც ადამიანები საუზმობდნენ.

დიდ დიღომში ბუნებრივი აირის აფეთქებას მრავალსართულიანი კორპუსი გადაურჩა

აფეთქების შედეგად დაინგრა ბაზრის შენობა, მიმდებარე სახლებში ჩაიმსხვრა ფანჯრის მინები, დაინგრა სავაჭრო ჯიხურები.

ტელეარხის მონაცემებით, მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს 144 ადამიანი - ყველა მათგანი ჰოსპიტალიზებულია. აქედან 37 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია, 11 პირი მიღებული ტრავმებისგან დაიღუპა.

წინასწარი ვერსიით, ტრაგედიის მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.