სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 794-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 353.443-ს მიაღწია.
Sputnik

თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ერთი პაციენტი, 88 წლის ქალი გარდაიცვალა. რეგიონში კორონავირუსის 48 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 63 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რეგიონის კოვიდკლინიკებში მკურნალობას 247 პაციენტი აგრძელებს. აქედან მძიმეა 7 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

რომელ დაწესებულებებს მიენიჭება ე.წ. მწვანე სტატუსი: ამირან გამყრელიძის განმარტება

რეგიონის კლინიკებში კოვიდ-პაციენტების დეტალური მაჩვენებელი ასეთია:

რუხის კლინიკაში იმყოფება 121 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმეა 7 პაციენტის მდგომარეობა;

ფოთის კლინიკაში იმყოფება 34 კოვიდ-ინფიცირებული პირი;

სენაკის კლინიკა „სენამედში" 12 ადამიანი გადის მკურნალობის კურსს;

აბაშის „ევექსის" კოვიდ-კლინიკაში 25 პაციენტი მკურნალობს;

სენაკის „ლაზიკა მედიში" 55 პაციენტია, მათ შორის საშუალო სიმძიმის არის 52.

საქართველოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 794-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 353.443-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

ნიკა ლატარია