თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. ევროპის ჩემპიონატზე დანიისა და ფინეთის ნაკრებების მატჩის მიმდინარეობისას დანიელმა ფეხბურთელმა, კრისტიან ერიქსენმა გულის შეტევა მიიღო.
შეხვედრის პირველ ნახევარში სრულიად უწყინარ სიტუაციაში მილანის „ინტერის“ ლეგიონერი მოულოდნელად მიწაზე დაეცა. მოედანზე ექიმები მალევე გამოჩდნენ და ფეხბურთელს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
როგორც გაირკვა, ერიქსენს გულის კოლაფსი დაემართა, რაც უეცრად წარმოშობილი სისუსტითა და სისხლძარღვთა ტონუსის დაცემით გამოიხატება.
მოგვიანებით UEFA-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დანიის ნაკრების ფეხბურთელის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურდება.