შემაძრწუნებელი ვიდეოკადრები: მრავალსართულიანი შენობა მოულოდნელად ჩამოიქცა – არის მსხვერპლი

სამხრეთ კორეაში ავტომობილის ვიდეორეგისტრატორმა მრავალსართულიანი სახლის ნგრევის კადრები დააფიქსირა. იხილეთ ვიდეო შემთხვევის ადგილიდან.
Sputnik

გავრცელებული ინფორმაციით, შენობა, რომელიც დასანგრევად მზადდებოდა, მოულოდნელად ჩამოიქცა პირდაპირ საავტომობილო გზაზე, ავტობუსების გაჩერებაზე, სადაც იმ დროს ხალხი იდგა. 

უბედურ შემთხვევას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, რვა კი დაშავდა.