ყვითელი ამბები

რუსკა მაყაშვილის ვაჟის სასაცილო პოზა ძილის დროს – ფოტო პოზიტიური განწყობისთვის

სამშობიაროდან დაბრუნებულ რუსკა მაყაშვილსა და მის გოგონას პატარა ილია მოსვენებას არ აძლევს. მთელი ფეხმძიმობის პერიოდში მსახიობი სასაცილო ვიდეოებს აქვეყნებდა, რომელზეც ილიას დამოკიდებულება ფეხმძიმე დედისადმი კარგად ჩანდა. ახლა კი ბიჭუნა დაზე ეჭვიანობს.
Sputnik

გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, პოპულარული მსახიობი და ყველასათვის საყვარელი წამყვანი დედობრივი მოვალეობების შესრულებას მაინც ახერხებს. მეტიც, რუსკა მაყაშვილი ტელეინტერვიუებში აღნიშნავს, რომ ძიძისა და ოჯახის სხვა წევრების დახმარებაც კი არ სჭირდება, რადგან ბოლომდე დამოუკიდებლად არის ჩართული ბავშვების აღზრდასა თუ გაზრდაში. პატარა ილია ხასიათით ნამდვილად დედას ჰგავს, ბიჭუნას გარშემო მუდამ ჟრიამულია. თუმცა ახლა ილია დაზე ეჭვიანობს, რუსკა კი ცდილობს შვილებს თანაბარი დრო დაუთმოს.

ერთ მშვენიერ საღამოს უფროსმა ვაჟმა დედასთან ერთად ახალშობილი და დააძინა. მერე დაღლილი ილია დივანზე წამოწვა და სასაცილო პოზაში ჩაეძინა. რა თქმა უნდა, რუსკამ ეს მომენტიც დააფიქსირა და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. პატარა ილიამ წელზე შემოდებული ხელით დაიძინა.

რუსკა მშობიარობის შემდეგ პერიოდს სირთულეების გარეშე განაგრძობს. როგორც თავად ჰყვება, დეპრესია უტევს, მაგრამ საკუთარი ძალებით უმკლავდება. „ძალიან დიდი მადლობა, რეკორდული რაოდენობის მოლოცვა თქვენგან ძალიან სასიამოვნოა. ისეთი მაზალო კატო გვყავს, რომელიც უკვე ზედმეტად გვიყვარს და, რა თქმა უნდა, სიტყვებს აზრი არ აქვს. როგორც მაშინ ილია, ახლა კატო დაგვეთხლიშა თავზე, ამაზე კარგი და გადასარევი ნამდვილად არაფერია!“ – აღნიშნავდა სამშობიაროდან რუსკა.

რუსკას დაოჯახებისკენ ბევრი ადამიანი უბიძგებდა, მაგრამ ის არ ჩქარობდა, სიყვარულს კი დიდი ხნის მანძილზე საზოგადოებას უმალავდა. ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური, მხიარული, მუდამ მომღიმარი რუსკა მაყაშვილის ცხოვრების უკან დრამატული ისტორია იმალება. ამის შესახებ საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ შეიტყო. მან მამის ცივი და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ვერ აიტანა, დასთან ერთად გვარი შეიცვალა და დედის გვარზე გადავიდა.