ყვითელი ამბები

„ყველა სტილი რომ უხდება, ეს ის ადამიანია“ – ნოდიკო ტატიშვილის ცნობა გაგიჭირდებათ

შოუბიზნესის ერთ-ერთმა კაშკაშა ვარსკვლავმა სტილის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. ასეთი ნოდიკო არავის არასდროს უნახავს. შთამბეჭდავი გარდასახვა – როგორ გამოიყურება შემსრულებელი და რა შეიცვალა მან იმიჯში?
Sputnik

ზაფხული ახალ ემოციებთან და თავგადასავლებთან ასოცირდება, ნოდიკო ტატიშვილისთვის კი იმიჯის შეცვლას უკავშირდება. მომღერალმა თამამი გადაწყვეტილება მიიღო. არტისტმა წვერი გაიზარდა, ხოლო თმა გადაიპარსა. მართალია, ნოდიკო უჩვეულოდ გამოიყურება, თუმცა დადებითი გამოხმაურებები უკვე დაიმსახურა. მის ოფიციალურ გვერდზე, რა თქმა უნდა, მდედრობითი სქესის წარომადგენლები დომინირებენ, რომლებმაც შემსრულებლის გადაწყვეტილება კომპლიმენტებით შეამკეს. როგორ მოგწონთ ვარსკვლავის თამამი ნაბიჯი და ახალი სტილი?

ნოდიკო ხშირად მოგზაურობს. მის სიმღერებში ევროპული ჟღერადობა იგრძნობა, ხოლო დუეტში ჩაწერილი სიმღერები დიდ გამოხმაურებას იწვევს. მისი და სალომე ბაკურაძის მიერ შესრულებულმა სიმღერამ „ერთხელ წვიმიან ქალაქში“ ერთი წლის მანძილზე 12 მილიონი ნახვა დააგროვა.

მომღერლის უშუალო, პოზიტიური და ხშირად გულწრფელი ემოციები მაყურებელში დიდ სითბოს იწვევს. ნოდიკო ტატიშვილი ქართულ შოუბიზნესში იმითაცაა გამორჩეული, რომ სკანდალებში არ ეხვევა. მასზე ნეგატიურ კონტექსტში არავინ საუბრობს. ამასთანავე, შემსრულებელი პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავს.

34 წლის შემსრულებელი მრავალი საერთაშორისო კონკურსის მონაწილეა. მათ შორის არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მუსიკალური კონკურსი „ევროვიზია“. 2013 წელს ნოდიკო ტატიშვილი სოფო გელოვანთან ერთად, თბილისში ჩატარებულ შესარჩევ კონკურსში გამარჯვების შემდეგ, „ევროვიზიაზე“ გაემგზავრა. კონკურსი შვედეთის ქალაქ მალმიოში ჩატარდა. აქ ნოდიკომ და სოფომ საკუთარი თავი ღირსეულად წარადგინეს, თუმცა სიმღერამ Waterfall მათ მე-15 ადგილი არგუნა.