მწვანილი დიდხანს არ გაფუჭდება, თუ... შენახვის წესები

კულინარიის სპეციალისტი გასწავლით, როგორ უნდა შეინახოთ მწვანილეული ისე, რომ მალე არ გაფუჭდეს.
Sputnik

თბილისი, 11 ივნისი − Sputnik. იმისათვის, რომ მწვანილი მალე არ გაფუჭდეს, აუცილებელია მისი მაცივარში შენახვა, თუმცა გარკევეული სახით, აცხადებს კულინარიის სპეციალისტი ოლგა ივენსკაია.

მწვანილი, რომლის გაზრდაც შინ, წყალში შეგიძლიათ

მისი თქმით, კამა, ოხრახუში და ქინძი, სინორჩის შესანარჩულებლად, წყლით უნდა დანამოთ და შემდეგ პოლიეთილენის პარკში ჩადოთ, ოღონდ თავი მჭიდროდ არ უნდა მოუკრათ. ამის შემდეგ ის მაცივრის იმ განყოფილებაში უნდა მოათავსოთ, რომელიც სპეციალურად ბოსტნეულისთვისაა განკუთვნილი. ასეთ შემთხვევაში მწვანილი ერთი კვირის განმავლობაში ნედლი დარჩება.

დაიმახსოვრეთ: სხვადასხვა სახეობის მწვანილები ცალ-ცალკე უნდა შეინახოთ.

როგორც სპეციალისტი ამბობს, სასარგებლო ნივთიერებების რაოდენობა მწვანილში ყოველდღიურად იკლებს, ამიტომ ჯობს წინასწარ მხოლოდ იმდენი შეიძინოთ, რამდენსაც 2-3 დღის განმავლობაში გამოიყენებთ.

ექსპერტის კიდევ ერთი რჩევაა, რომ მწვანილს ძირი (ფესვი) არავითარ შემთხვევაში არ მოაჭრათ, ვინაიდან ასეთი მწვანილი უფრო დიდხანს ინახება.

არსებობს მწვანილის შენახვის კიდევ ერთი მეთოდი: გარეცხეთ ნებისმიერი მწვანილი, მოაშორეთ ღეროები და წვრილად დაკეპეთ ფოთლები. შემდეგ დააყარეთ მარილი (100 გრამ მწვანილზე 20 გრამი მარილი) და მოათავსეთ მჭიდროდ თავდახურულ შუშის ქილაში. ასეთი მწვანილი დაახლოებით ერთი თვის განმავლობაშია ვარგისი.