კაცი ქუჩაში ცუდად გახდა და წაიქცა– ნახეთ როგორ დაეხმარა მას მორაგბე მამუკა გორგოძე – ვიდეო

სოციალურ ქსელში მომხმარებელი დავით მიქაბერიძე თბილისის ქუჩაში გადაღებულ გულის ამაჩუყებელ ვიდეოს აქვეყნებს.
Sputnik

კადრებში ჩანს, რომ ლეგენდარულმა ქართველმა მორაგბემ მამუკა გორგოძემ ავტომობილი გააჩერა და შეუძლოდ მყოფ პიროვნებას დაეხმარა.

„ზოგადად კარგი პიროვნებაა, მხოლოდ ამ საქციელის გამო არა, და ვქვათ სიმართლე: ბევრი გაივლიდა და ყურსაც არ შეიბერტყავდა. დღეს ბაზრობის მიმდებარედ ურნებთან მამაკაცი ეგდო ასფალტზე (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, სამწუხაროდ) ადამიანები შეხედავდნენ და გზას აგრძელებდნენ, მათ შორის სამწუხაროდ მეც. ერთი სიტყვით, მამუკა კარგი პიროვნებაა“, – წერია ვიდეოს კომენტარებში.