ყვითელი ამბები

ვინ არის სოფო შევარდნაძის შვილის მამა და რატომ მალავს შვილს? – ჟურნალისტის პასუხი

საქართველოს მეორე პრეზიდენტის შვილიშვილი მარტის მიწურულს დედა გახდა. მას ვაჟი შეეძინა. სოფიკო შევარდნაძე ბავშვის მამის ვინაობას ასაიდუმლოებს.
Sputnik

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შვილიშვილი, ცნობილი ჟურნალისტი სოფო შევარდნაძე „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე საჯაროობის ზღვარზე და პირად ცხოვრებაზე საუბრობს, რადგან ბოლო პერიოდში, მას მერე, რაც ის დედა გახდა, არ წყდება კითხვები, თუ რატომ არ ჩანს მისი მეორე ნახევარი, ან რატომ არ ასაჯაროებს პატარა ანდრიას ფოტოს.

სოფო წერს, რომ თავად საჯარო ადამიანად დაიბადა და ზედმეტად აქტიურმა ყურადღებამ ასწავლა მის ოჯახს, აეგო არა საზღვრები, არამედ კედლები, რომლებიც ყველას იცავდა. ცხოვრების ასეთი სტილი მის ნაწილად იქცა და დაეხმარა მოგვიანებით ყოფილიყო უფრო ძლიერი.

„ახლა ჩემი ოჯახი მაქვს. მე უკვე არა მხოლოდ ქალიშვილი, ან შვილიშვილი ვარ. ახლა დედა ვარ. და რაც არ უნდა უნდოდეს ბევრს, გაიგოს მეტი და უფრო ახლოს, მე უბრალოდ ვიცი, რომ ამიერიდან ჩემი შვილისთვის საზღვრების აგება ჩემი პასუხისმგებლობაა. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ოჯახის წევრებს აქვთ უფლება, თავად გადაწყვიტონ, სურთ მათ საჯაროობა თუ არა. ჩვენი საქმე კი ის არის, მათ მივცეთ ეს არჩევანი და დავიცვათ არასაჭირო ყურადღებისგან. თუ ადამიანს, რომელიც ჩემ გვერდით არის, შეუძლია საკუთარი თავის დაცვა ამ უფლებით, ჩემი შვილისთვის მე ვარ ასეთი დამცველი. და მხოლოდ როდესაც ანდრია გაიზრდება და თავად შეძლებს გადაწყვიტოს, რის მიწოდება შეუძლია სამყაროსთვის, მე ვიქნები მხოლოდ და მხოლოდ დამკვირვებელი. მანამდე კი ასეა“, – წერს სოფო.

საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი დედა 42 წლის ასაკში გახდა. ტელეწამყვანმა 21 თებერვალს ინფორმაცია ორსულობის შესახებ Clubhouse-ის მოდურ დანართთან საუბრისას გაამხილა, სადაც სტუმრები ბავშვთა აღზრდის თემაზე სასაუბროდ შეიკრიბნენ.

ცნობილ ტელეწამყვანს პირადი ცხოვრების აფიშირება არ უყვარს, ამიტომ სხვა დეტალები ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ამის შესახებ მას ჯერ თავის „ინსტაგრამზეც“ არ დაუწერია. ერთ-ერთ ადრინდელ ინტერვიუში ტელეწამყვანმა აღიარა, რომ უჭირს მისთვის შესაფერისი მეორე ნახევრის მოძებნა, როდესაც თვალწინ ჰყავს ორი ისეთი იდეალური მამაკაცი, როგორებიც ბაბუამისი და მამამისი არიან.

სოფიკო 21 წლის იყო, როცა დაგეგმილი ქორწილი ჩაშალა და მას შემდეგ არ დაქორწინებულა. ნიუ-იორკში ჟურნალისტმა ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი ლევან კოღუაშვილი გაიცნო, მან რჩეული საკუთარ ბაბუასაც კი გააცნო და გამოაცხადა ქორწინების შესახებ, თუმცა ქორწილამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე მიხვდა, რომ არ სურდა მთელი ცხოვრება იმ ადამიანთან ერთად გაეტარებინა.