ყვითელი ამბები

ცნობილმა ვლოგერმა დაბადების დღე ცხვირის ოპერაციით აღნიშნა – ფოტოები

ირაკლი სტურუამ და ნათია წიქარიძემ ერთმანეთი რვა წლის წინ თურქეთში გაიცნეს და ერთი ნახვით შეუყვარდათ...
Sputnik

ქართველი ინფლუენსერები და იუთუბერები იკა და ნათია ქართველი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი წყვილია. მათ საერთო სოციალური ქსელი აქვთ და ხალხი მათ „იკანათიას“ სახით იცნობს. წყვილი აქტიური და ბევრისთვის საყვარელი ინფლუენსერია.

რამდენიმე დღის წინ ნათიამ და იკამ 8 წლის წინანდელი ოცნება აიხდინეს და საკუთარი სახლი იყიდეს. ამ ამბიდან მალევე, ნათიას დაბადების დღის წინა დღეს, ინფლუენსერმა მოულოდნელად სურათი გამოაქვეყნა და ხელმომწერებს ახარა, რომ ცხვირის ოპერაცია გაიკეთა.

რინოპლასტიკამ კარგად ჩაიარა, ნათიამ რამდენიმე საათში ენერგია აღიდგინა და ლაივში ხელმომწერებსაც ესაუბრა. ღამის 12 საათზე კი დოლბანდებითა და ფერადი საღამურებით ნათიამ დაბადების დღე აღნიშნა. Happy birthday to me – დაწერა ინფლუენსერმა „ინსტაგრამზე“.

იმავე საღამოს სახლიდან იკამაც მოულოცა მეუღლეს დაბადების დღე და თბილი ტექსტით „ინსტაგრამის“ „სთორიში" ყველაფერი საუკეთესო უსურვა. „ახლა მინდა შენ გვერდით ვიყო, მაგრად ჩაგეხუტო და გითხრა, რომ მაბედნიერებ“, – წერს ირაკლი „სთორიში“.

როგორც სოციალური ქსელიდან ჩანს, ნათია ამ ოპერაციას დიდი ხანი ელოდა და ეს დიდი ცვლილება სწორედ საკუთარ დაბადების დღეს დაამთხვია. იკანათია უკვე წლებია ცოლქმარი არიან, წყვილს პატარა გოგონა ჰყავს და სოციალურ ქსელში თანდათან უფრო და უფრო წარმატებული ხდებიან.