მართლმადიდებელი სამყარო დღეს ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს

ამაღლება ქრისტიანული დღესასწაულია, რომელიც აღდგომიდან მეორმოცე დღეს იმართება ქრისტეს ზეცად ამაღლების აღსანიშნავად.
Sputnik

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. მაცხოვრის ამაღლება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს ზეიმობს. 

სახარების მიხედვით, აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. აღდგომიდან მე-40 დღეს კი გალილეიდან იერუსალიმში დაბრუნებული მოწაფეები ერთ სახლში შეიკრიბნენ, სადაც მათ მაცხოვარი გამოეცხადათ.

ილია მეორე: სიყვარულის გარეშე არაფერი გამოდის, რადგან ღმერთი თვითონ სიყვარულია

ქრისტემ მოწაფეები ბეთანიის მიმართულებით გამოიყვანა, შემდეგ კი ხელები ცისკენ აღაპყრო და შეკრებილები აკურთხა. კურთხევისას თანდათან დასცილდა მათ და ზეცად ამაღლება იწყო, მცირე ხანში კი ღრუბლებში გაუჩინარდა.

ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოში უამრავი ტრადიცია არსებობს. მაგალითად, ფშავ-ხევსურეთის, თუშეთის, მთიულეთ-გუდამაყრის, ჯავახეთისა და საქართველოს სხვა მხარეთა სოფლების მცხოვრებლებს სალოცავებში შესაწირი მიჰქონდათ და შესთხოვდნენ ადამიანისა და ოჯახის კეთილდღეობას, საქონლის გამრავლებასა და ბარაქიანობას.