თსუ მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში დაწინაურდა

უნივერსიტეტების რეიტინგი რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით დგინდება. რანჟირებას მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი უდგას სათავეში.
Sputnik

თბილისი, 10 ივნისი - Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი QS World University Rankings-ის 2022 წლის რანჟირებაში 30 ადგილით დაწინაურდა, ინფორმაციას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შარვაშიძე VS ბარამიძეები: ვინ გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი

თსუ ერთადერთი უნივერსიტეტია სამხრეთ კავკასიიდან, რომელიც უკვე მეორე წელია QS World University Rankings-ის რანჟირებაშია წარდგენილი და ის დაწინაურების შემდეგ რეიტინგში 571-580-ე პოზიციას იკავებს.

QS World University Rankings უნივერსიტეტების რეიტინგს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით ადგენს:

  • აკადემიური რეპუტაცია
  • დამსაქმებელთა შორის რეპუტაცია
  • სტუდენტებისა და პერსონალის თანაფარდობა
  • პერსონალის ციტირების მაჩვენებელი
  • უცხოელი პერსონალი
  • უცხოელი სტუდენტები

QS World University Rankings მსოფლიო უნივერსიტეტების 2022 წლის რანჟირებას მასაჩუსეტსის ტექნოლიგიური ინსტიტუტი (MIT) ლიდერობს. აღსანიშნავია, რომ QS World University Rankings - ის 2021 წლის მსოფლიოს უნივერსიტეტების საუკეთესო ათასეულში თსუ 601-650 პოზიციაზე იყო.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კავკასიაში პირველი უნივერსიტეტია, რომელიც დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს — 1918 წლის 8 თებერვალს (ძველი სტილით 26 იანვარს) გაიხსნა. 1989 წელს უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.