თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 705-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 351.954-ს მიაღწია, ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 337.023 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.128), გარდაიცვალა – 4.996 (ბოლო 24 საათში – 14), კარანტინის რეჟიმშია 38, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.230 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 594 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 33.253 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19.138, PCR–ტესტით – 14.115.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,12%, ბოლო 14 დღის – 2,75%, ბოლო 7 დღის – 2,59%.
სულ აცრილია 191.001 პირი, ერთ დღეში აცრილია 6.184 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.