ყვითელი ამბები

„ცოლი მოიყვანე?..“ – ზალიკო ბერგერი მილოცვებს იღებს

დიზაინერი ზალიკო ბერგერი დიდი ხანია სასურველი სასიძოა. დედა და უახლოესი მეგობრები უკვე ორი ათეული წელია მის გაბედნიერებას ელოდებიან.
Sputnik

ქარიზმატული ზალიკო ხეცურიანის პირადი ცხოვრება მუდამ განხილვის საგანია. განათლებით ფილოსოფოსი და სოციოლოგი სასურველი სასიძოა, მაგრამ დაოჯახებული არასდროს ყოფილა. მისი ცხოვრება ეპატაჟურობით, ალკოჰოლითა და ღამის ცხოვრებითაა გამორჩეული.

ქართული ბომონდის ყველაზე ხმაურიანი და კაშკაშა ვარსკვლავი ასაკს ყოველთვის მალავს, როგორც თვითონ ამბობს, არ უნდა დაბერება და ამაზე ფიქრიც კი აშინებს. „სიბერე ძალიან მაშინებს. 90 წლის რომ გავხდები და ენერგიული არ ვიქნები... ამაზე ფიქრიც მაფრთხობს“, – ამბობს ზალიკო.

სულ ცოტა ხნის წინ კი სოციალურ ქსელში „სქრინი“ განათავსა, სადაც მას ცოლის მოყვანას ულოცავენ, როგორც ჩანს, „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოქვეყნებულმა ფოტომ შავგვრემან გოგონასთან ერთად მის ხელმომწერებში აჟიოტაჟი გამოიწვია. ზალიკოს ვიდეოებს და პირდაპირ ჩართვებს უამრავი ნახვა აქვს. გარდა ამისა, ვიდეოში არაფხიზელ მდგომარეობაში წარმოთქმულ ფრაზებს საზოგადოება მომენტალურად იტაცებს და იმეორებს. მასზე არაერთი სკეტჩი გადაიღეს და სატელევიზიო გადაცემებში პაროდიებსაც არ აკლებენ.

უყვარს მეგობრები, ქარიზმატული ადამიანები, ღამის ცხოვრება, ალკოჰოლური სასმელები და ამას არ მალავს. საკმარისია Instagram-ის მის ოფიციალურ გვერდს გადახედოთ, შეამჩნევთ, რომ მარტო გადაღებულ ფოტოებს იშვიათად აქვეყნებს.