ალიყური მაკრონს: უცნობმა მამაკაცმა პრეზიდენტს სილა გააწნა – ვიდეო

საფრანგეთის პრეზიდენტი დრომის დეპარტამენტის მოსახლეობასთან მისასალმებლად მივიდა, როდესაც ერთმა მამაკაცმა მას სილა გააწნა. იხილეთ ინციდენტის ამსახველი ვიდეო.
Sputnik

ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ უახლოვდება პრეზიდენტი მასთან შესახვედრად შეკრებილ მოქალაქეებს მისასალმებლად, რა დროსაც მოულოდნელად ერთ-ერთი მამაკაცისგან, სალმის ნაცვლად, ალიყურს იღებს.

პრეზიდენტის დაცვამ მყისიერი რეაქცია გამოავლინა − ერთმა მცველმა პრეზიდენტი მაშინვე გაარიდა იქაურობას, ხოლო თავდამსხმელს დაცვის რამდენიმე წევრი „შეესია“.

რატომ გაარტყა მამაკაცმა პრეზიდენტს, ჯერჯერობით უცნობია.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ ინციდენტის შემდეგ ორი პირი დააკავეს.