უვნებელი და სასარგებლო: ექიმი ნაყინის სახეობას და ულუფას ასახელებს

ექიმმა დიეტოლოგმა დაასახელა ყველაზე სასარგებლო ნაყინის სახეობა და განმარტა, რამდენი ულუფა დესერტია უვნებელი ჯანმრთელი ადამიანისთვის.
Sputnik

თბილისი, 9 ივნისი − Sputnik. შაქრისა და ცხიმების მაღალი შემცველობის გამო ნაყინი უვნებელ დესერტად ვერ ჩაითვლება, აცხადებს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ექიმი-დიეტოლოგი ელენა სოლომატინა რადიო Sputnik-თან ინტერვიუში.

იტალიაში ცუდი ნაყინი კანონით აიკრძალება: ჯარიმა 10 ათას ევრომდე

ექიმმა განმარტა, რომელი ნაყინია ყველაზე სასარგებლო და, შესაბამისად, უვნებელი ჯანმრთელობისთვის.

„არსებობს უფრო სასარგებლო და ასევე სრულიად მავნე ნაყინები. ყველაფერი შემადგენლობაზეა დამოკიდებული. საუკეთესოა ნაყინი, რომელშიც ინგრედიენტების მინიმალური რაოდენობა შედის“, − აღნიშნა სპეციალისტმა.

მისი თქმით, აუცილებელია შეძენამდე შეფუთვაზე დატანილ ინფორმაციას გაეცნოთ.

ამასთან ექიმი აღნიშნავს, რომ ჯობს არჩევანი სორბეტზე შეაჩეროთ, ვინაიდან ის მხოლოდ ნატურალური წვენისა და ხილის რბილობისგან მზადდება.

  • „თანაც სასურველია, რომ სორბეტი არ შეიცავდეს შაქარს“, − დააზუსტა დიეტოლოგმა.

ამასთან სოლომატინამ ხაზი გაუსვა, რომ შეიძლება ყველაზე სასარგებლო ნაყინიც კი მავნებელი იყოს, თუ ძალიან ბევრს მიირთმევთ.

არასრულწლოვნებზე არ გაიყიდება: შექმნილია ალკოჰოლური ნაყინი

„შეგიძლიათ თავს ნატურალური ნაყინის მირთმევის უფლება მისცეთ, თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ გადაჭარბება არ ღირს. ნაყინი დესერტია და ამიტომ საკმაოდ ბევრ შაქარს შეიცავს. პლომბირში კი ასევე ბევრი ცხიმი შედის“, − განაცხადა სოლომატინამ.

ამასთან ექიმმა-დიეტოლოგმა დააკონკრეტა, რომ ჯანმრთელი ადამიანისთვის ნაყინის ლიმიტი დღეში ერთი ულუფაა, ხოლო ზოგი დაავადების მქონეთათვის ის საერთოდაც აკრძალულია, მაგალითად, დიაბეტიანებისთვის, პრედიაბეტურ მდგომარეობაში მყოფების, ჭარბწონიანების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემებისა და ზოგი სხვა დაავადების მქონეებისთვის.