ბათუმში მრავალსართულიანი კორპუსის ფანჯრიდან ტურისტი ქალი გადავარდა

დაშავებული ქალი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, ინციდენტის ადგილზე პოლიცია მუშაობს. რა გახდა გადავარდნის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
Sputnik

თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. ბათუმში მრავალსართულიანი კორპუსის ფანჯრიდან ახალგაზრდა ქალი გადავარდა და გადარჩა, იუწყება „მთავარი არხი“.

ტელეარხის მონაცემებით, თვითმხილველები ყვებიან, რომ ქალი ტურისტია და ბათუმში დასასვენებლად ჩამოვიდა. მედიასაშუალება ასევე აცხადებს, რომ ქალი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.

რა გახდა ქალის გადავარდნის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

დაშავებული სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, ინციდენტის ადგილზე პოლიცია მუშაობს.