ვბანაობთ უნიღბოდ − ვირუჯებით ნიღბებით

საქართველოში ზაფხულის სეზონი დაიწყო, მაგრამ პანდემია არ დამთავრებულა. ამიტომ დამსვენებლებს გამოსავლის ძებნა უწევთ. სად არის ოქროს შუალედი?
Sputnik

ქვეყანა, ერთი მხრივ, აქტიურად ავითარებს ტურიზმს, საზღვრები გახსნა და დამსვენებლებს იზიდავს, მეორე მხრივ კი ხელისუფლება კოვიდ-შეზღუდვებს არ აუქმებს – პირბადის სავალდებულო ტარებას და ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვას. ასეთია კორონავირუსული ტურიზმი ქართულად – დატკბით მზით და იყავით ჯანმრთელი.