სოზარ სუბარი: გახარია და მისი გუნდის წევრები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჭორებს ავრცელებდნენ

პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი ქვეყნის ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიასა და ბიძინა ივანიშვილის შესაძლო კავშირებზე საუბრობს.
Sputnik
სოზარ სუბარი: გახარია და მისი გუნდის წევრები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჭორებს ავრცელებდნენ
„გახარია და მისი გუნდის წევრები დადიოდნენ და განსაკუთრებით რეგიონებში ავრცელებდნენ ისეთ ჭორებს, თითქოს ეს არის ბიძინა ივანიშვილის ალტერნატიული გეგმა, რაც იყო ტყუილი. ჩვენ ამ თემაზე არაერთხელ გვისაუბრია და როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმაც ჩათვალა საჭიროდ შეფასება გაეკეთებინა ამ სიცრუესა და ღალატზე, რომელიც ჩაიდინეს გიორგი გახარიამ და მისმა გუნდის წევრებმა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მმართველი პარტია „ქართული ოცნების დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი უარყოფს ქვეყნის ექს–პრემიერ გიორგი გახარიას მიერ საკუთარი პარტიის შექმნაში თავის მონაწილეობას.